მათემატიკის წრე მე-6 კლასი (2019)






მათემატიკის წრე მე-6 კლასში ( პედაგოგი მარინა ჯახაია)
        სასკოლო მათემატიკური განათლების პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება წრეობრივ მუშაობას. მას შეუძლია მოსწავლეებში გამოიმუშაოს ინტერესი და სიყვარული მათემა -ტიკისადმი. სწორედ ამ მიზნით ჩამოვაყალიბეთ მათემატიკის წრე.
        წრის მუშაობისას  გამოვიყენებ სხვადასხვა აქტივობებს, სავარჯიშოებს, დამხმარე მასალას, ამოცანებს  და მათემატიკურ თავსატეხებს. ყურადღებას გავამახვილებ  მათემატიკური  უნარ-ჩვევების (მსჯელობა, კომუნიკაცია, ამოცანების ამოხსნის უნარი) განვითარებაზე. მოსწავლეები იმუშავებენ გაკვეთილზე მიღებული მათემატიკური საკითხების გაღრმავებასა და განმტკიცებაზე,რაც მოსწავლეებს დაეხმარება გააუმჯობესონ ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული შედეგები. მოსწავლეებს შევთავაზებ  მრავალფეროვან აქტივობებს, მეცადინეობა ხალისიანი და საინტერესო რომ  გამოვიდეს.  გამოვიყენებ  შემდეგ რესურსებს: დაფა, ცარცი, თაბახის ფურცლები, მაგნიტური დაფა, მარკერი, პროექტორი,საჩვენებული ჯოხი,დავალების ბარათები,  ფერადი წებოვანი ფურცლები, შუქნიშნის ბარათები.
          წრის სახელწოდება: ,,სხივი“
მათემატიკის წრის მიზნები და ამოცანები :

Ø მათემატიკისადმი ინტერესის და სიყვარულის გამომუშავება;

Ø მათემატიკური აზროვნების დახვეწა;

Ø მათემატიკური ამოცანების კლასიკური და წარმოდგენითი მსჯელობის უნარის გამომუშავება;

Ø  მოსწავლეებმა შეძლონ
წილადებზე  ყველა მოქმედების შესრულება .მათ. VI.2
მოცემული რიცხვის ნაწილის პოვნა და ამოცანების ამოხსნა . მათ.VI .2

Ø განუვითარდეთ ათწილადების წაკითხვის ,ჩაწერის , შედარებისა და დამრგვალების
უნარი, შეძლონ ათწილადებზე არითმეტიკული მოქმედებების შესრულება. მათ.VI.I,
VI.2, VI.3.

მათემატიკის წრეში მოსწავლეთა ჩართულობა ხელს შეუწყობს:
·         მოსწავლეთა დაინტერესებას მათემატიკისადმი;
·         სხარტი, ლაკონური აზროვნების ჩამოყალიბებას;
·         თანამშრომლობითი უნარის განვითარებას;
·         პასუხისმგებლობის გაზრდას;
·         თვითკრიტიკულობის უნარის განვითარებას.
წრე მუშაობს ორშაბათს  11:45-12:45
წრეში გაერთიანებულია 9 მოსწავლე
1 აბაშიძე ეკატერინე
2 .კობერიძე მარიამი
3.ნიკურაძე გივი
4.ყენია კესო
5.  ხარბედია მარიამ
 6. შუბითიძე  ნინო
7. ჩოლოყაშვილი ანდრია
  8. ფოჩხიძე კატო
   9. კაჭარავა ანა
წრის ხელმძღვანელი; მ.ჯახაია

წრის სამუშაო პროგრამა
2019-2020 სასწავლო წელი
I სემესტრი

           თემატიკა

განხორციელების 
         დრო

    აქტივობის აღწერა


               რესურსები
საორგანიზაციო საკითხები. შეხვედრა
მე-6 კლასის მოსწავლეებთან. სამუშაო თემატიკის გაცნობა

      04. 10


     სამუშაო პროგრამის განხილვა,საწრეო მუშაობის მიზნის გაცნობა . სამუშაო გრაფიკის დადგენა   

დაფა, ცარცი, თაბახის ფურცელი, რვეული
წესიერი და არაწესიერი წილადები
          7.10
        
         წილადების  გამოსახვა  ფიგურების მოდელების საშუალებით. 
დაფა, ცარცი, რვეული
ტოლმნიშვნელიანი წილადების შეკრება და გამოკლება
    
      14.10
ტოლმნიშვნელიანი წილადების შეკრება -გამოკლების წესის მიხედვით სავარჯიშოების შესრულება
სახელმძღვანელო -მათემატიკა ე. ნურკი, ა. ტელგმაა, დაფა, ცარცი, რვეული,სახაზავი
სხვადასხვა მნიშვნელიანი წილადების შეკრება-გამოკლება

         21.10
წილადების გაერთმნიშვნელიანების საშუალებით წილადების შეკრება-გამოკლება .
დაფა, ცარცი, რვეული

ათწილადები
      
         28.10
        
წილადების ჩაწერა ათწილადების სახით.
დაფა, ცარცი, რვეული
ათწილადების გამოსახვა რიცხვით სხივზე

         4.11
  რიცხვითი ღერძის საშუალებით წილადების და ათწილადების გამოსახვა        
სახელმძღვანელო, დაფა, ცარცი, რვეული
ათწილადების შედარება
         11.11
      ათწილადების შედარება სხვადასხვა ხერხით   
სახელმძღვანელო, დაფა, ცარცი, რვეული
ათწილადების დამრგვალება
         18. 11
        ათწილადების დამრგვალების წესის მიხედვით ათწილადების დამრგვალება  
სახელმძღვანელო, რვეული,დაფა, ცარცი
ათწილადების შეკრება-გამოკლება
      25.11
     სავარჯიშოების შესრულება ათწილადების შეკრება -გამოკლების წესის მიხედვით    
სახელმძღვანელო, რვეული,დაფა, ცარცი
ათწილადების გამრავლება-გაყოფა
          2.12
     სავარჯიშოების შესრულება ათწილადების გამრავლება  -გაყოფის წესის მიხედვით    
სახელმძღვანელო, რვეული,დაფა, ცარცი
ამოცანები ათწილადების გამრავლებაზე
           9.12
ამოცანების ამოხსნა ათწილადების  გამრავლებაზე
სახელმძღვანელო, რვეული,დაფა, ცარცი
ამოცანები ათწილადების გაყოფაზე
           16.12
         ამოცანების ამოხსნა ათწილადების  გაყოფაზე
სახელმძღვანელო, რვეული, დაფა, ცარცი

 დასწრების აღრიცხვა

N
გვარი
სახელი
თარიღი
ხელმოწერა
1
ბაშიძე
ეკატერინე
2
კობერიძე
მარიამი
3
ნიკურაძე
გივი
4
ყენია
კესო
5
ხარბედია
მარიამ
6
შუბითიძე 
ნინო


7
ჩოლოყაშვილი
ანდრია
8
ფოჩხიძე
კატო
9
 კაჭარავა
ანა

მოსწავლის კითხვარი
გვარი ,სახელი ----------------------------------------------


1.       დროულად მოგეწოდათ თუ არა ინფორმაცია მათემატიკის წრის შექმნის შესახებ?


                        ---------------------------------------------------------


                2.     საწრეო მუშაობის დროს განხილული საკითხები გეხმარებოდათ თუ არა ცოდნის
გაღრმავებაში?
-                          --------------------------------------------------------

3.საწრეო მუშაობის დროს მასწავლებლის მიერ განხილული აქტივობები იყო თუ

 არა საინტერესო და მრავალფეროვანი?

                      ---------------------------------------------------------

4.       იყო თუ არა მეგობრული და კეთილგანწყობილი გარემო?

           ---------------------------------------------------------

5.       რამდენი ქულით შეაფასებდით საწრეო მუშაობას?

                     1    2    3    4    5    6    7    8    9    10


მშობლის კითხვარი

                                                                                                               გვარი ,სახელი ----------------------------------------------


1.       დროულად მოგეწოდათ თუ არა ინფორმაცია მათემატიკის  წრის შექმნის შესახებ?

---------------------------------------------------------


2.       საწრეო მუშაობის დროს განხილული საკითხები ეხმარებოდა თუ არა ცოდნის

 გაღრმავებაში თქვენს შვილს?

---------------------------------------------------------

3.       საწრეო მუშაობის დროს მასწავლებლის მიერ განხილული აქტივობები იყო თუ

არა საინტერესო და მრავალფეროვანი თქვენი შვილისთვის?

                             ---------------------------------------------------------

4.       იყო თუ არა შექმნილი მეგობრული და კეთილგანწყობილი გარემო
მოსწავლეთათვის?

                     ---------------------------------------------------------


5.       რამდენი ქულით შეაფასებდით საწრეო მუშაობას?


                    1    2    3    4    5    6    7    8    9    10

      2019 წლის 4 ოქტომბერს პირველად შეიკრიბნენ  მათემატიკის წრის წევრები. მათ გავაცანი საწრეო მუშაობის მიზანი და ამოცანები. აგრეთვე ის, რომ წრე ჩატარდება ყოველ ორშაბათს11:45-12:45საათზე. შემდეგ გავაცანი სამუშაო პროგრამა და კონკრეტულად ის საკითხები, რომლებზეც გვექნებ   მუშაობა პირველი სემესტრის განმავლობაში.
       7  ოქტომბერს მორიგი მეცადინეობა ჩატარდა. მოსწავლეებმა ჩამოაყალიბეს  წესიერი და არაწესიერი წილადების განმარტება. მათი შედარების წესი . ვაჩვენე სლაიდ -შოუ წილადების წარმოშობის ისტორიაზე. დაამზადეს წესიერი და არაწესიერი წილადების მოდელები ფერადი ფურცლების საშუალებით.მოსწავლეებმა  გაიღრმავეს ცოდნა წილადებზე. . წრის მუშაობამ მიზანს მიაღწია.
          14 ოქტომბერს შედგა წრის მორიგი მეცადინეობა. ამ მეცადინეობის მიზანი იყო ტოლმნიშვნელიან წილადებზე მოქმედებების შესრულება . გაეცნენ წილადების შეკრება -გამოკლების წესს. შეასრულეს სავარჯიშოები საკოორდინატო წრფის, წრეწირების გამოყენებით.ბავშვებმა ხალისით შეასრულეს მაგალითები და გააკეთეს  შესაბამისი ჩანაწერები. შეხვედრამ ხალისიანად და საინტერესოდ ჩაიარა

         21 ოქტომბერს ჩატარდა  წრის მორიგი მეცადინეობა. ამ მეცადინეობის მიზანი სხვადასხვამნიშვნელიანი წილადების შეკრება -გამოკლების ალგორითმის განხილვა და მისი გამოყენება წილადებზე მოქმედებების შესრულებისასშევასრულეთ ამ თემაზე სხვა დასხვა ტიპის სავარჯიშოები და ამოცანებიბავშვები ძალიან გაახალისა საწრეო მუშაობამ და ამავე დროს, განუმტკიცა ცოდნა კონკრეტულ საკითხებში.
       28 ოქტომბერს  ჩატარდა  წრის მორიგი მეცადინეობა.   მოსწავლეები გაეცნენ ათწილადების  ჩაწერის  სხვადასხვა ხერხებს.გაიხსენეს  საზომი ერთეულები  და  ჩაწერეს ათწილადების სახით.. ამოხსნეს ამოცანები ამ თემაზე.ბავშვები ძალიან გაახალისა საწრეო მუშაობამ და ამავე დროს, განუმტკიცა ცოდნა კონკრეტულ საკითხებში.
         ნოემბერს ჩატარდა   სამუშაო წრის მეცადინეობა.,რომლის მიზანი იყო მოსწავლეები დაუფლებოდნენ საკოორდინატო ღერძზე ათწილადების გამოსახვას.   მოსწავლეებმა გაიხსენეს საკოორდინატო სხივის განმარტება, მასზე ნატურალური რიცხვების გამოსახვა  იპოვეს მანძილი ორ წერტილს შორის და ჩაწერეს ის ფორმულის სახით.გაიღრმავეს ცოდნა ამ საკითხთან დაკავშირებით. წრის მუშაობამ მიზანს მიაღწია.
          11  ნოემბერს ჩასატარებელი სამუშაო წრის მიზანი იყო ათწილადების შედარება. მოსწავლეებმა გაიხსენეს წილადების შედარების წესები.ნატურალური რიცხვების შედარება და  შეადარეს ეს წესები ათწილადების შედარების წესს. გაიღრმავეს ცოდნა ამ საკითხთან დაკავშირებით. წრის მუშაობამ მიზანს მიაღწია.
       18 ნოემბერს შედგა მორიგი სამუშაო წრის მეცადინეობა, რომლის მიზანი იყო ათწილადების დამრგვალების წესის გამოყენება კონკრეტული ამოცანების ამოხსნისას.წრის მეცადინეობაზე განხილულ იქნა ამოცანები გეოგრაფიიდან ,ისტორიიდან,ხელოვნებიდან რიცხვების დამრგვალებაზე.ფართობების მიახლოებით გამოთვლაზე.წრის მუშაობა ჩატარდა საინტერესოდ და ხალისიანად.
     25  ნოემბერს შედგა მორიგი სამუშაო წრის მეცადინეობა, რომლის მიზანი იყო    ათწილადების შეკრება -გამოკლების წესის გამოყენება კონკრეტული ამოცანების ამოხსნისას. მოსწავლეებმა გაიხსენეს ნატურალური რიცხვების  შეკრება -გამოკლების წესები   შეადარეს ეს წესები ათწილადების შეკრება -გამოკლების  წესს, იპოვეს განსხვავება და მსგავსება ამ წესებს შორის. ამოხსნეს  საყოფაცხოვრებო ტიპის ამოცანები ამ წესების გამოყენებით.   გაიღრმავეს ცოდნა ამ საკითხთან დაკავშირებით. წრის მუშაობამ მიზანს მიაღწია.

საწრეო მუშაობის რეფლექსია

      2019-2020 სასწავლო წლის პირველ  სემესტრში შეიქმნა მათემატიკის  წრე სხივი . წრის შესახებ ინფორმაცია დროულად იყო ხელმისაწვდომი ყველა დაინტერესებული პირისათვის.
  საგნობრივი წრე სხივიმოიცავს საქმიანობის ერთ სემესტრს, მასში გაერთიანდა მე-6 კლასის  ცხრა მოსწავლე. საგნობრივი წრის დაგეგმვისას გათვალისწინებული იქნა მოსწავლეთა შესაძლებლობები და განხილული საკითხების შესაბამისობა ესგ_ის მოთხოვნებთან.
       
            
მოტივირებულ, მაძიებელ მოსწავლეებს სჭირდებათ დამატებითი მუშაობა, კონკრეტული მითითებები, თანამშრომლობითი, დამოუკიდებლი აზროვნების, ძიების , დაკვირვების უნარ-ჩვევების განვითარება.
     
პირველი სამუშაო შეხვედრის დროს ვისაუბრეთ საწრეო მუშაობის როლსა და მნიშნელობაზე  მოსწავლის ცხოვრებაში, შევადგინეთ შეხვედრების გრაფიკი და შესასრულებელი სამუშაოების თემატიკა, გავითვალისწინე მოსწავლეთა ინტერესები, ჩავინიშნე მათი მოთხოვნები, რაც გავითვალისწინე მუშაობის პროცესში.
     
წრის მიზანი იყო, მოსწავლეებში  მათემატიკისადმი    ინტერესის  გაღვივებაცოდნის გაღრმავება და კვლევითი  უნარების განვითარება.მუშობის პროცესში გამოვიყენე  სხვადასხვა აქტივობები, სავარჯიშოები, დამხმარე მასალა, ამოცანები  და  მათემატიკური თავსატეხები. ყურადღება გავამახვილე  მათემატიკური  უნარ-ჩვევების (მსჯელობა, კომუნიკაცია, ამოცანების ამოხსნის უნარი) განვითარებაზე.მოსწავლეები მთელი ამ დროის განმავლობაში მუშაობდნენ გაკვეთილზე მიღებული მათემატიკური საკითხების გაღრმავება-განმტკიცებაზე,რაც მოსწავლეებს დაეხმარა გაეუმჯობესებინათ ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული შედეგები.შევთავაზე  მრავალფეროვანი აქტივობები, მეცადინეობა ხალისიანი და საინტერესო რომ  გამოსულიყო გამოვიყენე  შემდეგი რესურსები: დაფა, ცარცი, თაბახის ფურცლები, მაგნიტური დაფა, პროექტორი,საჩვენებული ჯოხი, დავალების ბარათებიფერადი წებოვანი ფურცლები.
          შევეცადე მოსწავლეებისათვის სასწავლო გარემო ყოფილიყო მშვიდი, კეთლგანწყობილ ურთიერთობებზე აგებული, ასევე ვცდილობდი მრავალფეროვანი და საინტერესო აქტივობები ყოფილიყო ყოველ მეცადინეობაზე. მეცადინეობებზე ვიყენებდი რესურს, რომელიც ხელმისაწვდომი იყო ყველასათვის. მოსწავლეები იცავდნენ ქცევის წესებს, ჩემს მიერ მიცემული ინსტრუქციები მათთვის იყო გასაგები. 
საწრეო მუშაობის პერიოდში მოტივაციის ასამაღლებლად: გზადაგზა ვახალისებდი მოსწავლის წარმატებასმაგრამ დეტალურად ვუხსნიდი თითოეული 
შეცდომის მიზეზსმოსწავლე თავად პოულობდა შეცდომას და ასწორებდა მას.  მოსწავლეები აკვირდებოდნენ თავიათ ნამუშევრებსმათში არსებულ შეცდომებს და მსჯელობის გზით მიდიოდნენ სწორ პასუხამდე.
   მუშაობა საკმაოდ ეფექტური გამოდგამუშაობის პროცესში მოსწავლეებმა შეძლეს პროგრამით გათვალისწინებული საკითხების ათვისება, მუშაობის პროცესში გრაფიკი და პროგრამა არ შეგვიცლია.მუშაობის პროცესში გამოიკვეთა საჭიროებები, მეტი რესურსის მოძიება, უფრო მეტი საინტერესო მასალების მორგება თემებზე. კარგი იქნებოდა  მეტი თვალსაჩინოება და რესურსი მეჩვენებინა ,რასაც შემდეგ მუშაობაში გავითვალისწინებ.
 გამოკითხვის შემდეგ  გამოვლინდა,რომ მოსწავლეებს მოსწონთ საწრეო მუშაობაისინი მაყოფილებას გამოხატავენ შექმნილი სამუშაო გარემოსათვისამომწურავი და გასაგები ახსნისათვის გაუგებარი საკითხების შემთხვევაშისაინტერესო აქტივობებისათვის და საერთოდ წრეობრივი მუშაობის შექმნისათვის.
  მშობლებიც კმაყოფილებით და ენთუზიაზმით შეხვდნენ წრის დაარსებასაღნიშნავენრომ წრე იყო კარგად ორგანიზებული,  კმაყოფილი არიან მასწავლებლის მუშაობით, მათი შვილი  სიამოვნებით დადიოდა დაგეგმილ მეცადინეობაზე,  უფრო ხალისით და მონდომებით  მუშაობდა ამ კუთხითრაც  აკადემიურ მიღწევებზეც აისახა
     
ვიმედოვნებ,წრეში მომუშავე მოსწავლეები მეტად გაიღრმავებენ ცოდნას და მათემატიკისადმი ინტერესი და სიყვარული ჩამოუყალიბდებათ მიღებული ცოდნა მოსწავლეებს დაეხმარებათ შემდგომი წარმატებისათვის.
             წრის მუშაობა გაგრძელდება სემესტრის ბოლომდე. თუ მოსწავლეების და მშობლების  სურვილი იქნება, სასწავლო წლის ბოლომდე ვიმუშავებ მათთან.

     
                               წრის ხელმძღვანელი: მარინა ჯახაია





No comments:

Post a Comment