გაკვეთილის მთავარი თემა
|
როგორ ვიპოვოთ მართკუთხედის
ფართობი?
|
სწავლების საფეხური
|
მე-6 კლასი
|
მოსწავლეთა პროფილი
|
32 მოსწავლე
|
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
|
მოსწავლეებს ხელს შეუწყობს
ფიგურების ფართობების გამოთვლისას,პრაქტიკული ამოცანების ამოხსნისას ამოცანის მათემატიკური
მოდელის შედგენის ჩვევების დაუფლებას.
|
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
|
მოსწავლემ გაიაზროს ფართობის
ცნების არსი; გაეცნოს ფართობის საზომ ერთეულებს;
შეძლოს მათი დაკავშირება ერთმანეთთან; შეძლოს ბრტყელი ფიგურების ფართობის შეფასება,
გამოთვლა მიახლოებით მისი კვადრათული ერთგვაროვანი
ბადით დაფარვის საშუალებით; გამოიყენოს ფართობის თვისებები ფიგურების პრაქტიკული
ამოცანების ამოხსნისას;გაიწაფოს მართკუთხედის ფორმის ობიექტის ფართობის გამოთვლაში.
დაამყარონ კავშირი მართკუთხედის პერიმეტრსა და ფართობებს შორის.
|
წინასწარი ცოდნა
|
მართკუთხედის
და კვადრატის განსაზღვრებები, მათი თვისებები,სიგრძის ერთეულები და მათ შორის თანაფარდობის
ცოდნა, გაზომვების ჩატარება.
|
შეფასების საგანი და პროცედურები
|
მოსწავლის ჩართულობა გაკვეთილზე,
აქტივობა ჯგუფურ მუშაობაში,დამოუკიდებელი დავალებების ამოხსნის სისწორე შევაფასოთ
10-ქულიანი სისტემით.
შევამოწმოთ, რომ ბავშვებს შეუძლიათ:
|
სასწავლო მასალა და ტექნიკური
რესურსები
|
სახელმძღვანელო,მასწავლებლის
სარეკომენდაციო წიგნი,
კომპიუტერი, პროექტორი, კომპიუტერული პროგრამები MS Word, PowerPoint,
სლაიდები,
|
გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი
|
1)
შესავალი
ნაწილი (10 წთ.)
ა) გონებრივი იერიში
ბ) ჯგუფურად გაყოფა
მოსაწავლეები გამოითვლიან ფიგურების ფართობებს მათთვის ცნობილი სტრატეგიებით.
ტრიმინოების მეშვეობით ააგონ ფიგურები და გამოთვალონ მათი ფართობები. (კომპიუტერში).
ძირითადი აქტივობა (20 წთ.)
კვადრატების მოდელების საშუალებით ააგონ ფიგურები
და გამოთვალონ ფართობები. პროექტორის მეშვეობით დიდ ეკრანზე წარმოვადგინოთ ცხოვრებისეული სიტუაციების მაგალითები და გადაწყვიტონ ამოცანები
ფორმულების საშუალებით.
დასკვნითი ნაწილი (10 წთ.)
1)
მოსწავლეებმა შეასრულონ ზეპირი და წერითი მაგალითები კვადრატისა და მართკუთხედის
ფართობის გამოთვლაზე.
2)
დამოუკიდებელი სამუშაო.
3)
შეფასება
(5 წთ.)
|
შეფასების რუბრიკა
კრიტერიუმები
|
მინიმალური
|
საშუალო
|
მაქსიმუმი
|
დავალების მოთხოვნას პასუხობს ნაწილობრივ,უმეტეს შემთხვევაში აზრის გაგება
უჭირს, რადგან ამოცანის წაკითხვისას ბევრ შეცდომას უშვებს.
მოუწესრიგებელია მისი საკლასო სამუშაო.
ვერ ანსხვავებს გეომეტრიულ ფიგურებს, პარალელოგრამს და მართკუთხედს
|
მომზადებულია, საუბრობს ფაქტებზე და არგუმენტებზე დაყრდნობით. პერიოდულად
იყენებს წინასწარ მომზადებულ მოკლე ჩანაწერს.
იყენებს ვიზუალურ მასალას, ფოტოებს და ა.შ.
ნაწილობრივ ხსნის ამოცანას, შეუძლია ნახაზის შედგენა და მოცემულობის
ჩაწერა. სრულყოფილად ვერ აყალიბებს წესს.
|
დავალების მოთხოვნას პასუხობს სრულად. წესს გადმოსცემს მკაფიოდ და თანმიმდევრულად.
მოსწავლეს შეუძლია ფიგურათა თვისებების გამოყენება.
აყალიბებს მიმართებებს, ფიგურათა სახეობებს ან თვისებებს შორის სქემატურად
გამოსახავს ცხრილის ან დიაგრამის საშუალებით.ასაბუთებს მართკუთხედში დიაგონალების
ტოლობის თვისებებს.
პოულობს ფიგურის ფართობის მარტივ ფიგურებად დაყოფის ან მარტივ ფიგურებამდე
შეკრების ხერხით.
მოსწავლე აღიქვამს შინაარსს, რთულ ამოცანას ყოფს საფეხურებად,და ხსნის
ეტაპობრივად.
დასმულ კითხვას სრულად პასუხობს.
ამოცანას ან მითითებულ დავალებას სრულყოფილად ასრულებს.
|
პრეზენტაცია
მარი ძალიან მომწონს. კარგი ნაშრომია
ReplyDeleteმარინა საინტერესო სლაიდები გაქვს, მომეწონა! იქნებ სახალისო ამოცანებიც ჩაამატო.
ReplyDelete