ოლიმპიადები


კონკურსებისათვის/ოლიმპიადებისათვის/შეჯიბრებებისათვის მოსწავლის/მოსწავლეების მომზადების პროგრამ
კლასგარეშე საქმიანობა მოსწავლეების (მე-5, მე-6 კლასი) ჯგუფთან.

მარინა ჯახაია- თბილისის პირველი ექსპერიმენტული
  საჯარო სკოლის მათემატიკის      მასწავლებელი

      სსიპ ქალაქ თბილისის პირველ ექსპერიმენტულ საჯარო  სკოლაში შემოსული იყო ინფორმაცია ოლიმპიადების შესახებ სხვადასხვა სასწავლო კომპანიებიდან. მაგალითად ,ევერესტი,კინგსი,ეტალონი, რაშიც ჩემმა მოსწავლეებმა თავისი სურვილით გადაწყვიტეს მონაწილეობის მიღება .  ამ მიზნით გავეცანი ელექტრონული ვერსიით გამოქვეყნებულ ტესტებს  და გადავწყვიტე  დავხმარებოდი ჩემს მოსწავლეებს   ამ შეჯიბრებებისთვის  მომზადებაში.

                              
სკოლის დასახელება
თბილისის პირველი ექსპერიმენტული
  საჯარო სკოლა
პროგრამის დასახელება
მათემატიკა- კლასგარეშე დამატებითი მუშაობა ოლიმპიადებისთვის,კონკურსებისთვის,შეჯიბრებებისთვის მოსწავლეების მომზადება.
 პროგრამის ტიპი
 კლასგარეშე დამატებითი სამუშაო
პროგრამის შემუშავების თარიღი და განახლების საკითხი
პროგრამა შემუშავებულია 2018-2019 სასწავლო წელს.განახლდება საჭიროების მიხედვით.
 წინაპირობა
მოსწავლეების ინდივიდუალური შესაძლებლობები და მოთხოვნები.
პროგრამის მიზნები და ამოცანები
მათემატიკის ცოდნის გაღრმავება.ოლიმპიადებისთვის მოსწავლეების მომზადება. ლოგიკური აზროვნების ჩამოყალიბება,ცოდნის გაფართოება და გამყარება.
პროგრამის მიმართულებები.
განტოლებები;
ამოცანების ამოხსნა;
წილადები;
ფიგურის ( მართკუთხედი,კვადრატი,მართკუთხა სამკუთხედი ,პარალელოგრამი,ნებისმიერი მრავალკუთხედი ) პერიმეტრისა და ფართობების გამოთვლა;
ალბათობაზე ამოცანები;
ყველა შესაძლო რიცხვების ჩამოთვლა;
ამოცანების ამოხსნა სინჯის ხერხით;
რიცხვითი ღერძი, საკოორდინატო ბადე.
 მიმართულების ძირითადი მიზნები.
1.            რიცხვების ჩაწერა და წაკითხვა,განტოლების ამოხსნა,სხვადასხვა ამოცანების ამოხსნა სხვადასხვა ხერხით, მართკუთხედის,კვადრატის,მართკუთხა სამკუთხედის,პარალელოგრამის,რომბის,ნებისმიერი ფიგურის პერიმეტრებისა  და ფართობების გამოანგარიშება.ამოცანის ტექსტის წაკითხვა და გაანალიზება-მთავარი აზრის გადმოცემა,კითხვებზე პასუხის უნარის ჩამოყალიბება,თავისი დამოკიდებულების (საკუთარი აზრის გამოხატვის )  უნარის განვითარება,წერითი სავარჯიშოების შესრულება.
სწავლების მეთოდები და სტრატეგიები.
ინდივიდუალური მუშაობა,წყვილებში მუშაობა,ჯგუფური მუშაობა.

პროგრამის შედეგები
პროგრამის საშუალებით მოსწავლეს შეუძლია დიდი რიცხვების წაკითხვა,ჩაწერა,განტოლებების ამოხსნა,სხვადასხვა ამოცანების ამოხსნა სხვადასხვა ხერხით (განტოლებით, ნახაზით,სინჯის ხერხით,ცხრილის შედგენით,ვენის დიაგრამით,უკუსვლით),
 გეომეტრიული ფიგურების (მართკუთხედის,კვადრატის,მართკუთხა სამკუთხედის, პარალელოგრამის,რომბის ,ნებისმიერი ფიგურის) პერიმეტრისა და ფართობის  გამოთვლა,ერთი ცვლადის გამოსახვა მეორე ცვლადით,მაგ a=P:2-b, იცის როგორ გამოთვალოს მართკუთხედის გვერდი,თუ იცის მართკუთხედის პერიმეტრი და მეორე გვერდი,შეძლებს დაასახელოს მოცემული რიცხვებით რამდენი ორნიშნა,რამდენი სამნიშნა ან რამდენი ოთხნიშნა რიცხვების ჩაწერა შეიძლება .
განხორციელებული აქტივობები:
თემა
აქტივობა
რესურსი
1







2

3
4
5





6
7

8


9



10






















2.             
3.             
4.             
5.             
6.             
7.             
8.             
9.             
10.         
11.         
12.         
13.         
14.         
15.         
16.         
17.         
18.         
19.         
20.         
21.         
22.         
23.         
24.         
25.         
26.         
27.         
28.         
29.         
30.         
ნატურალური რიცხვების ჩაწერა და წაკითხვა.გაყოფადობის ნიშნები, რიცხვის გაყოფადობის ზოგიერთი თვისება (ბოლო ციფრის არითმეტიკა;ნაშთთა არითმეტიკა; რიცხვის ფორმულა, მაგ. კენტი n=2k+1; ევკლიდეს ალგორითმი).

განტოლებების ამოხსნა

ამოცანების ამოხსნა;
წილადები;
ფიგურის (მართკუთხედი,კვადრატი,მართკუთხა სამკუთხედი ,პარალელოგრამი,ნებისმიერი მრავალკუთხედი ) პერიმეტრისა და ფართობების გამოთვლა;
ალბათობაზე ამოცანები;
ყველა შესაძლო რიცხვების ჩამოთვლა;
ამოცანების ამოხსნა სინჯის ხერხით;
რიცხვითი ღერძი, საკოორდინატო ბადე.

არითმეტიკული საშუალოს გამოყენებით ამოცანების ამოხსნა.



შემაჯამებელი ტესტირება
აქტივობა 1
თეორიული მასალის გახსენება და ჩაწერა
აქტივობა 2
გასული წლების ოლიმპიადების მასალების ნიმუშების მიხედვით თემის შესაბამისი დავალებების შესრულება
აქტივობა 3
მასალის შესაბამისი  სავარჯიშოების შესრულება
აქტივობა 4
სავარჯიშოების კრებული სხვადასხვა თემასთან დაკავშირებული.
აქტივობა5
თემების შერჩევა წყვილებისათვის



აქტივობა 6
ინდივიდუალური თემები მათთვის საინტერესო თემებზე
აქტივობა 7
 სხვადასხვა ოლიმპიადების
(2018-2019 სასწავლო წლის) ტესტების დამუშავება,
აქტივობა 8
საშინაო დავალება

შეხვედრების შედეგად მიღებული ცოდნის შეჯამება
სამუშაო რვეული,დაფა,ინტერნეტ რესურსები-გასული წლების ოლიმპიადების ნიმუშები,სხვადასხვა სახელმძღვანელოებიდან ამოღებული სავარჯიშოები.
სახელმძღვანელოების ჩამონათვალი:1ზოგადი უნარების ტესტები სიდამონიძის.მირიანაშვილის ავტორობით. მე -5 კლასი
2.გ.გოგიშვილი
  თ.ვეფხვაძე მათემატიკის სახელმძღვანელოები და ამოცანათა კრებული მე -5 კლასი
3.ზურაბ ვახანია ,,საყმაწვილო მათემატიკა“მე -5 კლასი
4.დიმიტრი გოშხეთელიანი მათემატიკა მე -5 კლასი ასევე დამხმარე სახელმძღვანელო.
5.დიმიტრი გოშხეთელიანი    ირმა ჩხიკვაძე ზოგადი უნარები მათემატიკაში
6.თინა ბექაური
ავთანდილ სიგინაშვილი
მათემატიკა მე -5 კლასი

7.ი.რუხაძე
ნ.ბატიკაძე მათემატიკა
მე -5 კლასი.
8.რუხაძე დამატებითი  სავარჯიშოები მათემატიკაში
მე -5 კლასი.
9.გია ზენაიშვილი ,ლარისა ქავთარაძე,ინგა მოსიშვილი,ნინო შაშიაშვილი ტესტები მათემატიკაში მე -5 კლასი.
10.ნურკი,ტელგმა მათემატიკა მე -5 კლასი,
მე -6 კლასი
11.მე მიყვარს მათემატიკა
12.მათემატიკა ევერესტის  
I-VIII ნაწილები
13.ამოცანათა კრებული მათემატიკაში
 მ.ჯინჭარაძის ავტორობით. მე -5 კლასი
14.კინგსელის სახელმძღვანელო ტესტები მათემატიკაში.
15. დაჩი ნანობაშვილის მათემატიკა
ოლიმპიადა ,, ევერესტის“ ყველაძე რთული ამოცანები
(2009-2016)  II-VI კლასი
15.ნოდარ მაჭარაშვილი,ნუგზარ მახათაძე მათემატიკა სახალისო და საოლიმპიადო
ნაწილი პირველი
ნაწილი მეორე.
   
რეფლექსია

შევნიშნე რა მოსწავლეების დიდი მონდომება და ინტერესი, მათი მოთხოვნილებები, საჭიროებები, ინდივიდუალური შესაძლებლობები და  მოტივაცია  კონკურსებში, ოლიმპიადებში მონაწილეობისა , გადავწყვიტე, შემექმნა სპეციალური პროგრამა მათთან კლასგარეშე დამატებითი საქმიანობისათვის მოსწავლეთა, კერძოდ,  (მე-5,მე-6 კლასი)  ჯგუფთან.  რომლითაც,  ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნათა შესაბამისად, ავამაღლებდი საგნის სწავლების დონეს, დამატებითი მასალით გავამდიდრებდი  მათს ცოდნა-წარმოდგენას მათემატიკაში და ეს  იქნებოდა გარანტი წარმატების მოპოვებისა მათემატიკურ კონკურსებში და ოლიმპიადებში.
  უპირველესად, შევადგინე სამოქმედო პროგრამა, რომელშიც გავითვალისწინე   მეხუთე ,მეექვსე კლასის მოსწავლეთა ინდივიდუალური, ასაკობრივი თავისებურებები, საჭიროებები და ინტერესები, შესაბამისად, ჩემ მიერ შედგენილი პროგრამის დასაყრდენი და საფუძველი, მიზანიც დასახელებული საკითხების ირგვლივ გაკვეთილზე შეძენილი ცოდნის შევსება, განმტკიცება-გაღრმავება  იყო.
     რადგან მოსწავლეები ვიზუალურ მახასიათებლებს უფრო იმახსოვრებენ, ამიტომ  გამოვიყენე  მრავალფეროვანი თვალსაჩინოება, ინტერნეტ-რესურსი: kings.ge, balavarigeorgia.ge, everest.ge,... ტესტების ნიმუშები,  გეგმის სრული შესაბამისობით წარიმართა აქტივობები:
·         მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადის ტესტების ნიმუშების მიმოხილვა;
·         ვუნდერკინდის მოსამზადებელი ტესტები;
·         ვიდეომასალა- მეხუთე ,მეექვსე კლასის ტესტების განხილვა;
·         ხანის აკადემია--მე-5,მე-6 კლასის შესაბამისი მასალებისა და ტესტების დამუშავება.
·          წინა წლებში სხვადასხვა მათემატიკურ ოლიმპიადაზე გამოყენებული ტესტების ნიმუშების განხილვა: kings.ge, balavarigeorgia.ge, everest.ge…;
·         პროგრამის თემატიკასთან დაკავშირებით ვიდეორესურსების ჩვენება. (მე-5,მე-6 კლასი - ხანის აკადემია), skoool.com.....
·         თემატიკის შესაბამისად ტესტების, ამოცანების, მაგალითების ამოხსნა ინდივიდუალურად, წყვილებში ან ჯგუფურად. საჭიროების შემთხვევაში სკაფოლდინგის გამოყენება.
·         შემაჯამებებელი ტესტირება, რადგანაც შემაჯამებელი ტესტირება  უკავშირდება პროგრამით გათვალისწინებული სწავლა-სწავლების  განსაზღვრულ  შედეგებს. ფასდება   შესწავლა-დამუშავების შედეგად მიღწეული შედეგები. წარმოჩინდება  მათი ცოდნისა და უნარების დადებითი და უარყოფითი მხარეები, ამიტომ შემაჯამებელ ტესტირებას განსაკუთრებული ფუნქცია მივანიჭე.

მე და ჩემი მოსწავლეები ყოველი კვირის სამშაბათს ხალისითა და ენთუზიაზმით შევუდექით მუშაობას. დაგეგმილი აქტივობების განხორციელებამ დადებითი შედეგი გამოიღო, ხელი შეეწყო მოსწავლეთა აკადემიური და ინტელექტუალური დონის განვითარებას; გაკვეთილზე შეძენილი  ცოდნის განმტკიცება - გაღრმავებას და შეძენილი ცოდნის პრაქტიკულად გამოყენების უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას; ტექნოლოგიური თუ სხვა ინტელექტუალური მიღწევების ეფექტიანად გამოყენებას; მოსწავლეებმა წარმატებით მოახერხეს სხვადასხვა საჭირო ინფორმაციის მოპოვება, დამუშავება და ანალიზი. ხელი შეეწყო აგრეთვე  მოსწავლეების ლოგიკური, შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების უნარების განვითარებას;
  რაიმე სერიოზული დაბრკოლების წინაშე არ აღმოვჩენილვართ, რამეთუ მუშაობა მიმდინარეობდა გაწერილი   სამუშაო განრიგის მიხედვით,  ყველაფერი დროში იყო გაწერილი, მაგრამ მუშაობის პროცესმა მიჩვენა რომ მსგავს სამუშაოს უფრო მეტი დრო სჭირდება. ანალოგიურ შემთხვევაში მსგავსი სამუშაოსათვის მეტ დროს გამოვყოფ. ასე, რომ პროგრამის სამუშაო განრიგის მოდიფიცირებას მომავალში დროის მიხედვით განვახორციელებ.
             ჩემი აზრით,მიზანი მიღწეულია და თვალსაჩინო.მოსწავლეთა საჭიროებები და ინტერესები დაკმაყოფილებულია.წარმოგიდგენთ მოსწავლეებისთვის  მინიჭებულ სერთიფიკატებს.







No comments:

Post a Comment