პროექტის სახელწოდება
როგორ მივაღწიოთ სკოლის სასადილოში სასარგებლო და ეკონომიური "მენიუს" შექმნას
პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით
პროექტში მოცემულია პრაქტიკული ამოცანა, რომლის გადაწყვეტა რამდენიმე აქტივობას უკავშირდება_ინფორმაციის მოპოვება შედგენილი კითხვების მიხედვით და მისი ანალიზი. ხარჯთაღრიცხვის შედგენა, ვარიანტების შედარება და შერჩევის თვალსაზრისით ვარაუდის გამოთქმა.
პროექტის აქტუალობა
პროეტზე მუშაობის დროს მოსწავლეები გამოიყენებენ ცოდნას სასწავლო პროცესსში და გამოუნუშავდებათ მათი გამოყენების უნარი.ლარის თეთრზე გადაყვანა, დამრგვალება მეასედებამდე სიზუსტით.ყოველკვირეული თანხის ანგარიში.ცხრილების შედგენა, დიაგრამებით,თვალსაჩინო წარდგენა მოპოვებული ინფორმაციის.
პროექტი მოითხოვს მოსწავლისაგან თემის შერჩევას, ამ თემის შესაბამისი კვლევის ჩატარებას, ნაშრომის შესრულებას და პრეზენტაციას, მათემატიკისა და სხვა საგნების ერთმანეთან დაკავშირებას.
პროექტის მიზნები
პროექტის მიზანია დამოუკიდებელი კვლევის ჩატარებისა და მიღებული შედეგების ანალიზის უნარის ჩამოყალიბება.
კრიტიკული აზროვნების ჩამოყალიბება.
შემოქმედებითი უნარების გამომუშავება.
კვლევის ჩატარების ჩვევების შეძენა.
მოპოვებული ინფორმაციის დამუშავებისა და საჯაროდ წარმოდგენის (პრეზენტაცია) უნარის განვითარება.
წარმოდგენილი პროექტი თავისი სირთულის დონით სავსებით შეესაბამება ასაკობრივ ჯგუფს.
მონაწილეთა ასაკი
13-14 წლის
ვადები/ხანგრძლივობა:
ორი კვირა
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას:
თვალსაჩინო წარდგენა მოპოვებული ინფორმაციის,მოსწავლეთა კვლევის შედეგების პრეზენტაციები,ყოველი მოსწავლის ნაშრომი ყურადღებით უნდა იქნას განხილული კლასში. მოსწავლეებმა თანაკლასელთა ნაშრომების შესახებ საკუთარი მოსაზრება საჯაროდ უნდა ჩამოაყალიბონ.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:
კალკულატორი,ცხრილი, დიაგრამა.ქაღალდის ფორმატი, სიხშირეთა ცხრილის შედგენა.
პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):
კლასის დაყოფა 4 ჯგუფად:
პირველი ჯგუფი შეისწავლის სასადილოში არსებულ" მენიუს".
მეორე ჯგუფი ჩაატარებს კვლევას თანატოლებთან ვის რა საკვები მოსწონს.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი
მესამე ჯგუფი. შეადაროს მიღებული მენიუები საშუალო დღიურ ღირებულების (ანუ ერთი სასწავლო კვირის განმავლობაში მენიუთი გათვალისწინებული საკვების საერთო ღირებულებას.)
მეოთხე ჯგუფმა დააკონკრეტოს შემოთავაზებული კერძები, უფრო სასურველი რომელია მოსწავლეთათვის ,რომელი მენიუს ვარიანტი, გაითვალისწინოს ღირებულებაც, რომ მოსწავლის არჩევანი უფრო მრავალფეროვანი იყოს.
პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი)
მარინა ჯახაია
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:
marinajaxaia@gmail.com
პროექტის ვეგ-გვერდი/ბლოგი:
marinajaxaia.blogspot.com
მომწონს ჩემი პროექტი, რადგან პირველად გავაკეთე, მინდა კიდევ ბევრი ლამაზი პროექტი მქონდეს.
ReplyDeleteმარი ძალიან მომეწონა.
ReplyDelete